Posts

Showing posts from June, 2018

ტრენინგის მე-9 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-9 დღეს ჩვენ დავასრულეთ ჩვენი პორთფოლიოები და განვათავსეთ ბლოგზე, ანუ მივიღეთ საბოლოო პროდუქტი საოცრად ნაყოფიერი, საინტერესო და მრავალფეროვანი ტრენინგიდან.    მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ნაყოფიერი მუშაობა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი არაჩვეულებრივი, ნიჭიერი და მრავალმხრივ განათლებული ტრენერის დამსახურებაა, რისთვისაც მას დიდ მადლობას გადავუხდი.   მთლიანობაში ტრენინგი საოცრად საინტერესო აღმოჩნდა. ბევრი რამ გავიგეთ  ვიუვერზე და ვისწავლეთ მასზე მუშაობა. ამ  ელექტრონულ სახელმძღვანელოს აუცილებლად გამოვიყენებ არა მარტო სასწავლო პროექტებზე მუშაობისას, არამედ სასწავლო პროცესის დროს.    სასწავლო პროექტზე მუშაობისამ გამოკვეთა და ნათლად დაგვანახა, რა უპირატესობა აქვს პროექტებით მუშაობას ტრადიციულ სწავლებასთან დაკავშირებით. 21-ე საუკუნის რა უნარებს ავითარებს მოსწავლეებში პროექტებით სწავლება, როგორ უკავშირდება სწავლების ამგვარი მიდგომა ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, როგორ იწვევს პროექტებით სწავლება მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პრო

მასწავლებლის პორთფოლიო

გთხოვთ დაათვალიეროთ და შეაფასოთ ჩემი პორთფოლიო

მე-8 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-8 დღის დასაწყისში გავეცანით დღის მიზნებს: ისტ-ის სტანდარტი, ფასილიტაციის მასალების გაცნობა, ფასილიტაციის რესურსების შექმნა, სასწავლო პროცედურების დასრულება, გოგლის ფორმებით გამოკითხვა,იდეების გენერირებისთვის padlet.com-ის გამოყენება.   ვიმუშავეთ ჯგუფებში, შევასრულეთ სახალისო დავალება და პრიორიტეტების მიხედვით დავალაგეთ სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები.   ვისაუბრეთ, რა მნიშვნელობა აქვს მკაფიო ინსტრუქციებს.   ვიუვერიდან გავეცანით მოდულ 7-ს-ფასილიტაციის ტექნოლოგიები, რომელშიც მოცემული იყო, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების  წარმართვისას, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.    გავეცანით პრეზენტაციას ამასთან დაკავშირებით.   დავათვალიერეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების განმარტება.    ვისაუბრეთ და გავეცანით ვიუვერიდან ფასილიტაციის რესურსების შექმნას.    რესურსებიდან გავეცანით აქტივობებს მოსწავლეთა დასაჯგუფებლად.    გავეცანით პროექტების ფასილიტაციას,რომელიც მოიცავს ფა

კედელი გამოკითხვისთვის

Image

გამოკითხვა

გთხოვთ, შეავსოთ გამოკითხვის ფორმა

ტნინგის მე-7 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-7 დღე დავიწყეთ მე-6 დღიდან შეფასების მეთოდების შეხსენებით. გავეცანით  მე-დრის მიზნებს:ერთმანეთისთვის მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებისა და შეფასების მეთოდების გაცნობა; ლექცია ,,სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი და ა. შ.  ამის შემდეგ გავეცანით პროექტის მონაწილეების პროექტის წარდგენის პრეზენტაციას და დავურთეთ კომენტარები. გავეცანით, რას ასახავს მოსწავლის მიღწევის ძირითადი კრიტერიუმები,ახალი სეფასების შედგენისას რასდ განსაზღვრავს მასწავლებელი. შევიხსენეთ შეფასების სქემების სახეები: ანალიტიკური, ჰოლისტური, ზოგადი, კონკრეტული.რომ შეფასების სქემა უნდა იყოს სანდო, ვალიდური, გამჭვირვალე.   გავეცანით შეფასების რუბრიკის ნიმუშებს.შეფასების რუბრიკების გვერდზე  დავათვალიერეთ და გადმოვწერეთ ჩვენთვის სასურველი შეფასების რუბრიკები.    მოდულ 6-ზე მუშაობისას გავეცანით აქტივობა 1-ლს: ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება. ვისაუბრეთ იმაზე, რომ როცა კლასში ყველა მოსწავლის საჭიროება გათვალისწინებულია, მათი დამოკიდებულებაც და ტესტირების შედეგებიც უკეთესია.    გავეცანით დიფერენცირებუ

ტრენინგის მე-6 დღის რეფლექსია

ტრენინგის წინა დღეების მასალების გახსენების შემდეგ  გავეცანით ამ დღის მიზნებს: სასწავლო ნიმუშების შექმნა; მოსწავლის სავარაუდო ნიმუშების შექმნა; პროცედურების ჩაწერა; მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების ნიმუშების შეფასება; სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა. გავეცანით სასწავლო პროცედურების ნიმუშებს, ხოლო შემდეგ სასწავლო პროექტის შებლონში სასწავლო პროცედურებში გავწერეთ სასწავლო პროექტის სრული ციკლი.მასში გავნსაზღვრეთ მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და თანმიმდევრობა.აღვწერეთ მოსწავლეთა ჩართულობა სწავლის პროცესის დაგეგვმაში.   შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მისი შეფასების რუბრიკა და განვათავსეთ პროექტის პორთფოლიოში.

ტრენინგის მე-5 დღის რეფლექსია

 მე-5 დღეს მუშაობის დაწყებამდე გავეცანით ამ დღის მიზნებს,რომელიც შემდეგ საკითხებს მოიცავდა: მასწავლებლის პროექტის პრეზენტაციის დასრულება და ბლოგზე ატვირთვა; 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა; ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება და ა. შ.   ამის შემდეგ გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის ნიმუშებში სასწავლო პროცედურებს, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს სასწავლო პროექტის სრული ციკლი, უნდა განისაზღვროს მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და თანამიმდევრობა, აღწერილი უნდა იყოს მოსწავლეთა ჩართულობა  სასწავლო პროექტის დაგეგვმაში.   დავასრულეთ პროეგტის პრეზენტაცია, დავადეთ ფონი ,გავუკეთეთ წარწერები.    ამის შემდეგ ვისაუბრეთ, ვიყენებთ თუ არა უკუკავშირს სწავლებაში და რა ფორმით.    ვიუვერიდან გავეცანით მოდულ 3-ს-უკუკავშირის მიცემის რჩევები და მეთოდები.უკუკავშირი ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესის აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვისაუბრეთ უკუკავშირის სახეებზე,რომელიც მოიცავს: უფრო ზუსტი ინფორმაციის მიღებას,

პროექტის წარდგენის პრეზენტაცია

ტრენინგის მე-4 დღის რეფლექსია

   ტრენინგის მე-4 დღე ისეთივე ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა, როგორც 1-3 დღე. მე-3 დღის შედეგების გახსენებისა და შეჯამების შემდეგ გავეცანით მე-4 დღის მიზნებს. გავეცანიტ სასწავლო პროექტის პრეზენტაციის ნიმუშებს და მიმოვიხილეთ, რას უნდა მოიცავდეს პრეზენტაცია,რომ 1-ლ გვერდზე უნდა განთავსდეს სახელწოდება და ავტორი, მომდევნო გვ.ზე სასწავლო პროექტის შინაარსი, სტანდარტები, მიზნები, პროექტის ხედვა,მიდგომა და ა. შ.   ამის შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმა, ვისაუბრეთ, როგორ უნდა გამოვიყენოტ ეს მეთოდები ჩვენი მუშაობის პროცესში,ასევე, რა მნიშვნელობა აქვს შეფასების პერიოდულობას.   ამასტან დაკავშირებით გავეცანიტ პროექტზე დაფუძნებულ სწავლების შეფასებას, რომელიც განვათავსეთ კურსის რესურსებში.   განვიხილეთ პროექტის გეგმაში ,,შეფასების დროის ჩარჩო".გავეცანით პროექტის გეგმის ნიმუშებში შეფასების გეგმებსა და შეფასების დროის ჩარჩოს,,,ვიუვერიდან" გავეცანით პროექტების შეფასებებს, მეთოდებს, ინსტრუმენტებს, დაწვრილებით მიმოვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,რომლებიც დაგვეხმარება სწავლა-სწა

ტრენინგის მე-3 დღის რეფლექსია

    ტრენინგის მე-3 დღე ისეთივე ნაყოფიერი აღმოჩნდა,როგორც- 1-ლი და მე-2.გავიხსენეთ და შევაჯამეთ 1-ლი და მე-2 დღის ნამუსევრები, ამის შემდეგ კი გავეცანით მე-3 დღის განრიგს,რომელც მოიცავდა სასწავლო პროექტის დაგეგვმას.დაგეგმვისას მასწვლებელმა, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროს, რა სტანდარტზე გადის ეს პროექტი, შემდეგ კი ხდება სასწავლო მიზნების შემუშავება, რომელშიც უნდა იყოს გაწერილი, რა გვსურს,რომ მოსწავლეებმა იცოდნენ და გაიგონ. მოვძებნეთ ჩვენი პროექტის სტანდარტები ესგ-დან.   ამის შემდეგ დავიწყეთ სასწავლო პროექტის შაბლონის შევსება; გავეცანით სხვადასხვა პროექტის გეგმის ნიმუშს.   სტანდარტების დადგენის შემდეგ განვიხილეთ ვიუვერში მოდული 2-ის ნაბიჯი 2.-სასწვლო მიზნების შემუშავება.სასწავლო პროექტის  დაგეგვმის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მოსწავლეთა მიერ შესასწავლი საკვანძო საკვანძო საკითხების გამოვლენა. მიზნები კი უნდა იძლეოდეს დაკვირვებისა და შეფასების საშუალებას. გავეცანით ბუნდოვან, დავალებაზე ორიენტირებულ მიზნებს და სპეციფიკურ, სწავლებაზე ორიენტირებულს.   ვიუვერიდან გავეცანით განახლებული ბლუმი

ტრენინგის მე-2 დღის რეფლექსია

ისევე,როგორც ტრენინგის 1-ლი დღე, მე-2 დღეც საინტერესო და მრავლისმომცემი აღმოჩნდა. პირველ რიგში, შევაჯამეთ წინა დღის შედეგები.შევიხსენეთ შემდეგი:ტრენინგის ამოცანები და მიზნები, ვიუვერი-ელექტრონული სახელმძღვანელო;  კიდევ ერთხელ თვალი გადავავლეთ 21-ე საუკუნის უნარებს, სასწავლო პროექტის ნიმუშები დავათვალიერეთ, ვისაუბრეთ ტრადიციულ სწავლებასა და პროექტებით სწავლებაზე,თუ რა უპირატესობა აქვს პროექტებით სწავლებას, რომ ის თვითმართვადია, თანამშრომლობითი.,აყალიბებს 21-ე საუკუნის უნარებს; სწავლების დროს გამოიყენება სხვადასხვა სასწავლო სტრატეგია და ა. შ. სეფასება ხდება რეფლექსიებით, რაც თვითშეფასების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია.    ამის შემდეგ ვისაუბრეთ, რა პრობლემების/ამოცანების გადაწყვეტას ვაპირებთ პროექტების საშუალებით.1-ლი დღის შეჯამების შემდეგ ვუყურეთ ვიდეოს, რომელიც წარმოაჩენდა, რა უპირატესობა აქვს პროექტებით სწავლებას.    გავეცანით ტრენინგის მე-2 დღის მიზნებს: პროექტის მოთხოვნის გაცნობა; პუბლიკაციის მომზადება პროექტის სწავლების თემაზე; გამოცემის მომზადება ; რეფლექსია.    ერთმანეთს გავაცანით

ტრენინგის 1-ლი დღის რეფლექსია

  ინტელის ტრენინგის 1-ლი დღე საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.გაცნობის შემდეგ შევავსეთ ცხრილი ,,რა ვიცი, რა მაინტერესებს..." ვისაუბრეთ, რა მოლოდინი გვაქვს აღნიშნული ტრენინგის გავლის შემდეგ.გავეცანით კურსის მიზნებს და ვისაუბრეთ,რამდენად დაგვეხმარება  პროექტებით სწავლება სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში,სასწავლო მიზნების მიღწევისა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.   ვისაუბრეთ, რა უპირატესობა აქვს პროექტებით მუშაობას ტრადიციულ დწავლებასთან შედარებით.    ასევე გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, პროექტის ნიმუშებს და შევქმენით საქაღალდე სატრენინგო მასალებისთვის ,,goodl Draiv"-ში ყველა საჭირო დასათაურებით. შევქმენით ბლოგი მასალების გამოსაქვეყნებლად.