ტრენინგის მე-2 დღის რეფლექსია

ისევე,როგორც ტრენინგის 1-ლი დღე, მე-2 დღეც საინტერესო და მრავლისმომცემი აღმოჩნდა. პირველ რიგში, შევაჯამეთ წინა დღის შედეგები.შევიხსენეთ შემდეგი:ტრენინგის ამოცანები და მიზნები, ვიუვერი-ელექტრონული სახელმძღვანელო;  კიდევ ერთხელ თვალი გადავავლეთ 21-ე საუკუნის უნარებს, სასწავლო პროექტის ნიმუშები დავათვალიერეთ, ვისაუბრეთ ტრადიციულ სწავლებასა და პროექტებით სწავლებაზე,თუ რა უპირატესობა აქვს პროექტებით სწავლებას, რომ ის თვითმართვადია, თანამშრომლობითი.,აყალიბებს 21-ე საუკუნის უნარებს; სწავლების დროს გამოიყენება სხვადასხვა სასწავლო სტრატეგია და ა. შ. სეფასება ხდება რეფლექსიებით, რაც თვითშეფასების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია.
   ამის შემდეგ ვისაუბრეთ, რა პრობლემების/ამოცანების გადაწყვეტას ვაპირებთ პროექტების საშუალებით.1-ლი დღის შეჯამების შემდეგ ვუყურეთ ვიდეოს, რომელიც წარმოაჩენდა, რა უპირატესობა აქვს პროექტებით სწავლებას.
   გავეცანით ტრენინგის მე-2 დღის მიზნებს: პროექტის მოთხოვნის გაცნობა; პუბლიკაციის მომზადება პროექტის სწავლების თემაზე; გამოცემის მომზადება ; რეფლექსია.
   ერთმანეთს გავაცანით საკუთარი იდეები პროექტთან დაკავშირებით.
   გავეცანით ბლოგს,რომელიც შექმნილია ტრენინგისთვის, რომელზეც თავს მოიყრის ყველა ტრენინგში მონაწილე პედაგოგის ბლოგი, რის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ერთმანეთის ნამუშევრების დათვალიერება.
  ვისწავლეთ, როგორ უნდა შევცვალოთ ბლოგის დასახელება.
   გავეცანით პროექტის მოთხოვნებს,რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლა საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირების მრავალგვარ შესაძლებლობას იძლევა; პროექტებზე და ფუძნებული სწავლა მოსწავლეებს პრობლემის გამოძიებისკენ უბიძგებს და მათ აქტიურ როლს ანიჭებს.
    ამის შემდეგ გავეცანით პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტს,რომელიც სამუშაოს ორგანიზებისთვის მართლაც შესანიშნავია.
   დავათვალიერეთ გვერდი ეფექტური პროექტების შექმნა, გავეცანით კარგად შედგენილი სასწავლო პროექტების მახასიათებლებს.
   ამის შემდეგ მოვამზადეთ  პროექტის იდეაზე დაფუძნებული პუბლიკაცია, რომლითაც გავაცნობთ საზოგადოებას, რა პროექტი უნდა განვახორციელოთ.მანამდე გავეცანით პადაგოგების მიერ მომზადებულ პუბლიკაციებს, დაწვრილებით მიმოვიხილეთ პუბლიკაციის შაბლონები, ასევე რა ინფორმაცია უნდა განთავსდეს მასში და შევქმენით ბუკლეტები.
  ასე, რომ დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ამისთვის!

Comments

  1. დიდი მადლობა მაია, საინტერესო და ამომწურავი რეფლექსიისთვის

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ტნინგის მე-7 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-5 დღის რეფლექსია