ტრენინგის მე-5 დღის რეფლექსია

 მე-5 დღეს მუშაობის დაწყებამდე გავეცანით ამ დღის მიზნებს,რომელიც შემდეგ საკითხებს მოიცავდა: მასწავლებლის პროექტის პრეზენტაციის დასრულება და ბლოგზე ატვირთვა; 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა; ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება და ა. შ.
  ამის შემდეგ გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის ნიმუშებში სასწავლო პროცედურებს, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს სასწავლო პროექტის სრული ციკლი, უნდა განისაზღვროს მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და თანამიმდევრობა, აღწერილი უნდა იყოს მოსწავლეთა ჩართულობა  სასწავლო პროექტის დაგეგვმაში.
  დავასრულეთ პროეგტის პრეზენტაცია, დავადეთ ფონი ,გავუკეთეთ წარწერები.
   ამის შემდეგ ვისაუბრეთ, ვიყენებთ თუ არა უკუკავშირს სწავლებაში და რა ფორმით.
   ვიუვერიდან გავეცანით მოდულ 3-ს-უკუკავშირის მიცემის რჩევები და მეთოდები.უკუკავშირი ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესის აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვისაუბრეთ უკუკავშირის სახეებზე,რომელიც მოიცავს: უფრო ზუსტი ინფორმაციის მიღებას, ნეიტრალური განცხადებების გაკეთებას, რჩევების მიცემას. გავეცანით კონსტრუქციული უკუკავშირის  მიცემის ზოგად წესებს.
  პროექტის პრეზენტაცია ავტვირთეთ გუგლის დისკზე,მივანიჭეთ უნიკალური მისამართი და ავტვირთეთ ბლოგზე.
 ამის შემდეგ გავეცანით ვიუვერიდან,, საავტორო უფლებების ქაოსს"და ვისაუბრეთ, რა არის საავტორო უფლებები. გავეცანით მასალების ლეგიტიმური გამოყენების განმსაზღვრელ ოთხ ფაქტორს.გავეცანით საავტორო უფლებების ტესტს და შევავსეთ იგი.

Comments

Popular posts from this blog

ტნინგის მე-7 დღის რეფლექსია