ტრენინგის მე-4 დღის რეფლექსია
ტრენინგის მე-4 დღე ისეთივე ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა, როგორც 1-3 დღე. მე-3 დღის შედეგების გახსენებისა და შეჯამების შემდეგ გავეცანით მე-4 დღის მიზნებს. გავეცანიტ სასწავლო პროექტის პრეზენტაციის ნიმუშებს და მიმოვიხილეთ, რას უნდა მოიცავდეს პრეზენტაცია,რომ 1-ლ გვერდზე უნდა განთავსდეს სახელწოდება და ავტორი, მომდევნო გვ.ზე სასწავლო პროექტის შინაარსი, სტანდარტები, მიზნები, პროექტის ხედვა,მიდგომა და ა. შ. ამის შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმა, ვისაუბრეთ, როგორ უნდა გამოვიყენოტ ეს მეთოდები ჩვენი მუშაობის პროცესში,ასევე, რა მნიშვნელობა აქვს შეფასების პერიოდულობას. ამასტან დაკავშირებით გავეცანიტ პროექტზე დაფუძნებულ სწავლების შეფასებას, რომელიც განვათავსეთ კურსის რესურსებში. განვიხილეთ პროექტის გეგმაში ,,შეფასების დროის ჩარჩო".გავეცანით პროექტის გეგმის ნიმუშებში შეფასების გეგმებსა და შეფასების დროის ჩარჩოს,,,ვიუვერიდან" გავეცანით პროექტების შეფასებებს, მეთოდებს, ინსტრუმენტებს, დაწვრილებით მიმოვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,რომლებიც დაგვეხმარ...
მაია, თქვენი პროექტის თემა უდავოდ აქტუალურია. მასწავლებლებს დღევანდელ სკოლაში "ციფრულ მოქალაქეეთან" უწევთ მუშაობა. მოსწავლეების უმრავლესობას არ უყვარს წიგნის კითხვა. იმედია პროექტს განახორციელებთ ახალი სასწავლო წლის დადგომისთანავე და დასახულ მიზანსაც მიაღწევთ. რაც შეეხება პრეზენტაციის ტექნიკურ მხარეს: სურათები თემის შესაბამისად ეფექტურად არის გამოყენებული.
ReplyDelete