ტრენინგის მე-9 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-9 დღეს ჩვენ დავასრულეთ ჩვენი პორთფოლიოები და განვათავსეთ ბლოგზე, ანუ მივიღეთ საბოლოო პროდუქტი საოცრად ნაყოფიერი, საინტერესო და მრავალფეროვანი ტრენინგიდან.
   მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ნაყოფიერი მუშაობა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი არაჩვეულებრივი, ნიჭიერი და მრავალმხრივ განათლებული ტრენერის დამსახურებაა, რისთვისაც მას დიდ მადლობას გადავუხდი.
  მთლიანობაში ტრენინგი საოცრად საინტერესო აღმოჩნდა. ბევრი რამ გავიგეთ  ვიუვერზე და ვისწავლეთ მასზე მუშაობა. ამ  ელექტრონულ სახელმძღვანელოს აუცილებლად გამოვიყენებ არა მარტო სასწავლო პროექტებზე მუშაობისას, არამედ სასწავლო პროცესის დროს.
   სასწავლო პროექტზე მუშაობისამ გამოკვეთა და ნათლად დაგვანახა, რა უპირატესობა აქვს პროექტებით მუშაობას ტრადიციულ სწავლებასთან დაკავშირებით. 21-ე საუკუნის რა უნარებს ავითარებს მოსწავლეებში პროექტებით სწავლება, როგორ უკავშირდება სწავლების ამგვარი მიდგომა ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, როგორ იწვევს პროექტებით სწავლება მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის.
 ტრენინგის განმავლობაში გავეცანით სასწავლო ღონისძიების ეფექტურად დაგეგვმას,მოვამზადეთ პუბლიკაცია პროექტების სწავლების თემაზე, დავგეგმეთ სასწავლო პროექტი ,შევქმენით სასწავლო ნიმუშები,მოსწავლეთა ნიმუშების შეფასების რუბრიკები, განვსაზღვრეთ შეფასების პერიოდულობა და მეთოდები, აღვწერეთ პროექტის მიმდინარეობა და შესაძლო აქტივობები, გამოვკვეთეთ 21-ე საუკუნის ის უნარ-ჩვევები, რომლებსაც განავითარებს დაგეგმილი პროექტი,გავეცანით კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგად წესებს,გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიებს და შევქმენით ფასილიტაციის ნიმუშები,სასწავლო პროცედურებშიგავწერეთ სასწავლო პროექტის სრული ციკლი. განვსაზღვრეთ მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და თანამიმდევრობა. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებულ 4 დონეს, მოვიძიეთ და  შევავსეთ სასწავლო პროექტებისთვის საჭირო რესურსები,ასევე გავეცანით, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები  ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისთვის.
  საბოლოოდ დავათვალიერეთ ერთმანეთის პორთფოლიოები და შევაფასეთ ისინი.

Comments

Popular posts from this blog

ტნინგის მე-7 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-5 დღის რეფლექსია