ტრენინგის მე-4 დღის რეფლექსია
ტრენინგის მე-4 დღე ისეთივე ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა, როგორც 1-3 დღე.
მე-3 დღის შედეგების გახსენებისა და შეჯამების შემდეგ გავეცანით მე-4 დღის მიზნებს.
გავეცანიტ სასწავლო პროექტის პრეზენტაციის ნიმუშებს და მიმოვიხილეთ, რას უნდა მოიცავდეს პრეზენტაცია,რომ 1-ლ გვერდზე უნდა განთავსდეს სახელწოდება და ავტორი, მომდევნო გვ.ზე სასწავლო პროექტის შინაარსი, სტანდარტები, მიზნები, პროექტის ხედვა,მიდგომა და ა. შ.
ამის შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმა, ვისაუბრეთ, როგორ უნდა გამოვიყენოტ ეს მეთოდები ჩვენი მუშაობის პროცესში,ასევე, რა მნიშვნელობა აქვს შეფასების პერიოდულობას.
ამასტან დაკავშირებით გავეცანიტ პროექტზე დაფუძნებულ სწავლების შეფასებას, რომელიც განვათავსეთ კურსის რესურსებში.
განვიხილეთ პროექტის გეგმაში ,,შეფასების დროის ჩარჩო".გავეცანით პროექტის გეგმის ნიმუშებში შეფასების გეგმებსა და შეფასების დროის ჩარჩოს,,,ვიუვერიდან" გავეცანით პროექტების შეფასებებს, მეთოდებს, ინსტრუმენტებს, დაწვრილებით მიმოვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,რომლებიც დაგვეხმარება სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში და ამის შემდეგ, პროექტის გეგმის შაბლონში შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის შესაბამისობას მიზნებთან, განსაზღვრავს მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, ასევე შევქმენით შეფასების მოკლე აღწერა. მასში ჩამოვაყალიბეთ, როგორ დაეხმარება ჩემ მიერ შერჩეული მეთოდები მუშაობის პროცესის შესაფასებლად, რა უნარების შესაფასებლადაა საჭირო აღნიშნული მეთოდები.
ბოლოს შევქმენით პრეზენტაცია დაგეგმილი სასწავლო პროექტის შესახებ.
ამ ნაყოფიერი დღისთვის კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ ტრენერს.
გვეცანი მე-4 დღის რეფლექსიას, დაწწვრილებით არის აღწერილი დღის თითქმის ყველა აკტივობა, რაც მიანიშნებს იმაზე რომ შენ საუკეთესო მსმენელი ხარ და ასრულებ ტრენერის ყველა მითითებას. კარგად აცნობიერებ ტრენინგის ყველა საკითხს ყოჩაღ კარგი გოგო ხარ!
ReplyDelete