Posts

ტრენინგის მე-9 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-9 დღეს ჩვენ დავასრულეთ ჩვენი პორთფოლიოები და განვათავსეთ ბლოგზე, ანუ მივიღეთ საბოლოო პროდუქტი საოცრად ნაყოფიერი, საინტერესო და მრავალფეროვანი ტრენინგიდან.    მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ნაყოფიერი მუშაობა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი არაჩვეულებრივი, ნიჭიერი და მრავალმხრივ განათლებული ტრენერის დამსახურებაა, რისთვისაც მას დიდ მადლობას გადავუხდი.   მთლიანობაში ტრენინგი საოცრად საინტერესო აღმოჩნდა. ბევრი რამ გავიგეთ  ვიუვერზე და ვისწავლეთ მასზე მუშაობა. ამ  ელექტრონულ სახელმძღვანელოს აუცილებლად გამოვიყენებ არა მარტო სასწავლო პროექტებზე მუშაობისას, არამედ სასწავლო პროცესის დროს.    სასწავლო პროექტზე მუშაობისამ გამოკვეთა და ნათლად დაგვანახა, რა უპირატესობა აქვს პროექტებით მუშაობას ტრადიციულ სწავლებასთან დაკავშირებით. 21-ე საუკუნის რა უნარებს ავითარებს მოსწავლეებში პროექტებით სწავლება, როგორ უკავშირდება სწავლების ამგვარი მიდგომა ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, როგორ იწვევს პროექტებით სწავლება მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პრო

მასწავლებლის პორთფოლიო

გთხოვთ დაათვალიეროთ და შეაფასოთ ჩემი პორთფოლიო

მე-8 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-8 დღის დასაწყისში გავეცანით დღის მიზნებს: ისტ-ის სტანდარტი, ფასილიტაციის მასალების გაცნობა, ფასილიტაციის რესურსების შექმნა, სასწავლო პროცედურების დასრულება, გოგლის ფორმებით გამოკითხვა,იდეების გენერირებისთვის padlet.com-ის გამოყენება.   ვიმუშავეთ ჯგუფებში, შევასრულეთ სახალისო დავალება და პრიორიტეტების მიხედვით დავალაგეთ სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები.   ვისაუბრეთ, რა მნიშვნელობა აქვს მკაფიო ინსტრუქციებს.   ვიუვერიდან გავეცანით მოდულ 7-ს-ფასილიტაციის ტექნოლოგიები, რომელშიც მოცემული იყო, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების  წარმართვისას, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.    გავეცანით პრეზენტაციას ამასთან დაკავშირებით.   დავათვალიერეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების განმარტება.    ვისაუბრეთ და გავეცანით ვიუვერიდან ფასილიტაციის რესურსების შექმნას.    რესურსებიდან გავეცანით აქტივობებს მოსწავლეთა დასაჯგუფებლად.    გავეცანით პროექტების ფასილიტაციას,რომელიც მოიცავს ფა

კედელი გამოკითხვისთვის

Image

გამოკითხვა

გთხოვთ, შეავსოთ გამოკითხვის ფორმა

ტნინგის მე-7 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-7 დღე დავიწყეთ მე-6 დღიდან შეფასების მეთოდების შეხსენებით. გავეცანით  მე-დრის მიზნებს:ერთმანეთისთვის მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებისა და შეფასების მეთოდების გაცნობა; ლექცია ,,სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი და ა. შ.  ამის შემდეგ გავეცანით პროექტის მონაწილეების პროექტის წარდგენის პრეზენტაციას და დავურთეთ კომენტარები. გავეცანით, რას ასახავს მოსწავლის მიღწევის ძირითადი კრიტერიუმები,ახალი სეფასების შედგენისას რასდ განსაზღვრავს მასწავლებელი. შევიხსენეთ შეფასების სქემების სახეები: ანალიტიკური, ჰოლისტური, ზოგადი, კონკრეტული.რომ შეფასების სქემა უნდა იყოს სანდო, ვალიდური, გამჭვირვალე.   გავეცანით შეფასების რუბრიკის ნიმუშებს.შეფასების რუბრიკების გვერდზე  დავათვალიერეთ და გადმოვწერეთ ჩვენთვის სასურველი შეფასების რუბრიკები.    მოდულ 6-ზე მუშაობისას გავეცანით აქტივობა 1-ლს: ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება. ვისაუბრეთ იმაზე, რომ როცა კლასში ყველა მოსწავლის საჭიროება გათვალისწინებულია, მათი დამოკიდებულებაც და ტესტირების შედეგებიც უკეთესია.    გავეცანით დიფერენცირებუ

ტრენინგის მე-6 დღის რეფლექსია

ტრენინგის წინა დღეების მასალების გახსენების შემდეგ  გავეცანით ამ დღის მიზნებს: სასწავლო ნიმუშების შექმნა; მოსწავლის სავარაუდო ნიმუშების შექმნა; პროცედურების ჩაწერა; მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების ნიმუშების შეფასება; სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა. გავეცანით სასწავლო პროცედურების ნიმუშებს, ხოლო შემდეგ სასწავლო პროექტის შებლონში სასწავლო პროცედურებში გავწერეთ სასწავლო პროექტის სრული ციკლი.მასში გავნსაზღვრეთ მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და თანმიმდევრობა.აღვწერეთ მოსწავლეთა ჩართულობა სწავლის პროცესის დაგეგვმაში.   შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მისი შეფასების რუბრიკა და განვათავსეთ პროექტის პორთფოლიოში.